სიახლეები
02 მაისი
2019

21-ე საჯარო სკოლის მიკედლებული ძაღლისათვის ხის სახლი დაიდგა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ხის სახლი ამჯერად 21-ე საჯარო სკოლის ეზოში, ამავე სკოლის მიკედლებულ ძაღლს დაუდგა.
 
დღეიდან ამ სახლში, მეტისი სახელად ჯონი დაიდებს ბინას. ძაღლს სახელი სკოლის მოსწავლეებმა შეურჩიეს და მასწავლებლებთან ერთად, მასზე მზრუნველობის პასუხისმგებლობაც აიღეს.
 
სახლის დადგმას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი ვახტანგ ლომჯარია, 21-ე სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.