საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი 169-ე საჯარო სკოლაში
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მორიგი საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი 169-ე საჯარო სკოლაში ჩაატარა, რომელსაც მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები ესწრებოდნენ.
მოსწავლეებმა ინტერაქტიულ რეჟიმში მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
ბავშვებმა ცხოველის პატრონის ვალდებულებებზე გაამახვილეს ყურადღება და ერთმანეთს საკუთარი ცხოველების შესახებ მაგალითები გაუზიარეს.
გაკვეთილის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმები ნახეს და მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე იმსჯელეს.
საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია, ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობის პრევენცია, მოსწავლეებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება.