საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი მე-12 საჯარო სკოლაში
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრთან“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, შემდეგი გაკვეთილი მე-12 საჯარო სკოლაში ჩაატარა.
გაკვეთილს საბაზისო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ესწრებოდნენ, რომელთაც ინტერაქტიულ რეჟიმში შემდეგ საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია:
გაკვეთილის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმები ნახეს და მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე იმსჯელეს.
„დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ სკოლას ბავშვებისათვის ადაპტირებული სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელო - ,,სამართლის ქალაქი“ გადასცა.
გაკვეთილის დასასრულს, მოზარდებმა შვიდი მოსწავლისაგან შედგენილი ,,საბჭო“ აირჩიეს, რომელიც მიღებულ ინფორმაციას შემდგომში უმცროსკლასელ მოსწავლეებს გაუზიარებს და სააგენტოსთან კოორდინაციით, სხვადასხვა სასარგებლო აქტივობას დაგეგმავს.
აღნიშნული გაკვეთილების ჩატარების მიზანს მოზარდებში ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობის პრევენცია, სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.