სიახლეები
12 აპრილი
2019

წულუკიძის ქუჩაზე მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლი დაიდგა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლი ამჯერად ისნის რაიონში, წულუკიძის ქუჩის N26-ში მდებარე სკვერში დადგა.

დღეიდან, ამ სახლში სკვერის ბინადარი ძაღლები - შინდა და მურა დაიდებენ ბინას.

მიუსაფარი ძაღლებისათვის განთავსებული სახლი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა ვახტანგ ლომჯარიამ, ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ და გამგეობის თანამშრომლებმა დაათვალიერეს.

„მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა მეტად კეთილშობილური საქმეა. მსგავს წამოწყებებს მივესალმები. რამდენიმე ძაღლი დავაბინავეთ, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს. მათთან თანამშრომლობით, ჩვენს რაიონში სხვადასხვა აქტივობის განხორციელება კიდევ გაგრძელდება“, - აღნიშნა კახა ლაბუჩიძემ.