სიახლეები
08 მაისი
2019

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიუსაფარი ძაღლების მასობრივი ანტირაბიული რევაქცინაცია დაიწყო

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიუსაფარი ძაღლების მასობრივი ანტირაბიული (ცოფის ვირუსის პრევენციული) რევაქცინაცია დაიწყო.

განმეორებითი აცრა, ამჯერად, რიყის პარკისა და ბუკიას ბაღის ბინადარ მიუსაფარ ძაღლებს ჩაუტარდათ.

ცხოველების რევაქცინაცია მათ მიმკედლებლებთან და დაინტერესებულ მოქალაქეებთან კომუნიკაციით ხორციელდება. როგორც მიუსაფარი ძაღლების მიმკედლებლებს, ასევე, კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ მიმართონ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს და მასთან ერთად თავიანთი მიკედლებული ან მიმდებარე ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების რევაქცინაციის პროცესი დაგეგმონ.

ყოველწლიური რევაქცინაცია ძაღლებისათვის ცოფის მიმართ მდგრადი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისა და ვირუსის პრევენციისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომლის მიზანს მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა წარმოადგენს.