სიახლეები
13 მაისი
2019

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო თბილისის ქუჩებში პატრონიანი ცხოველების მონიტორინგის განაგრძობენ

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფები თბილისის ქუჩებში პატრონიანი ცხოველების მოვლა-პატრონობის მონიტორინგის განაგრძობენ. ამჯერად სააგენტოს თანამშრომლებმა ცხოველების მდგომარეობა ვაკის პარკში და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე შეამოწმეს.
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესის მიხედვით, პატრონი ვალდებულია:
 
  • განახორციელოს ცხოველის რეგისტრაცია;
  • უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია მიკროჩიპირებით, ტატუირებით ან საჭდით და ყელსაბამით;
  • იზრუნოს ცხოველის ჯანმრთელობაზე, მოვლა-პატრონობაზე და მის კეთილდღეობაზე, ასევე სხვა ადამიანებისა და ცხოველების მიმართ საკუთარი ცხოველისგან მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილებაზე;
  • უზრუნველყოს ცხოველის სათანადო კვება და დაწყურვება; ცხოველისთვის საძილე ადგილის გამოყოფა-მოწყობა, დათბუნება და განათება; ცხოველის გასეირნება და სათანადო ფიზიკური აქტივობა; ცხოველისთვის სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შექმნა;
  • დაუშვებელია ცხოველის უპატრონოდ ან მეთვალყურეობის გარეშე მიტოვება;
  • უზრუნველყოს საზოგადოებრივი სივრცის დასუფთავება, ცხოველის მიერ დაბინძურების შემთხვევაში;
  • უზრუნველყოს საკუთრებაში არსებული ნარევის (მეტისი) ჯიშის ცხოველის გამრავლების შესაძლებლობის შეწყვეტა ქირურგიული (სტერილიზაცია/კასტრაცია), ან სხვა, ცხოველისათვის უვნებელი, საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული მეთოდით.
  • 07:00 საათიდან – 23:00 საათამდე ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში, გარდა სპეციალური გამოსასეირნებელი სივრცეებისა, ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელით ან საბმელით და ალიკაპით, ხოლო მათი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა, ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელით და ალიკაპით, ან სპეციალური კონტეინერით. ვრცლად იხილეთ: http://www.animalsmonitoring.ge/page/261
  • აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების გამართვა;
 
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ეკიპაჟები ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესის შესრულების მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ.