მორიგი საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი კერძო სკოლაში ,,ინტელექტი“ ჩატარდა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ორგანიზებით, მორიგი საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი კერძო სკოლაში ,,ინტელექტი“ ჩატარდა. გაკვეთილებს მე-3, მე-4 და მე-5 კლასების მოსწავლეები ესწრებოდნენ.
ბავშვებმა ინტერაქციულ რეჟიმში მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
ბავშვებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმები ნახეს და ქუჩის ცხოველებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე იმსჯელეს.
საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილები მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია, ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობის პრევენცია, მოსწავლეებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება.