სიახლეები
24 მაისი
2019

თავშესაფარი საერთაშორისო ორგანიზაცია Mayhew-ს წარმომადგენლებმა მოინახულეს

ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი საერთაშორისო ორგანიზაცია Mayhew-ს წარმომადგენლებმა მოინახულეს. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა თავშესაფარი დაათვალიერეს და თანამშრომლებს შეხვდნენ.

სააგენტოს დირექტორმა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, რიყის პარკში განთავსებული მიუსაფარი ცხოველების გამოსაკვები აპარატის მუშაობის სპეციფიკა გააცნო.

საერთაშორისო ორგანიზაცია Mayhew ყოველწლიურად სტუმრობს საქართველოს და ცხოველთა პოპულაციების მართვის მიმართულებით რეკომენდაციებს გასცემს.