მე-10 და 64-ე საჯარო სკოლებში საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილები ჩატარდა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ორგანიზებით, მორიგი საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი მე-10 და 64-ე საჯარო სკოლებში ჩატარდა. გაკვეთილებს მესამე და მეხუთე კლასების მოსწავლეები ესწრებოდნენ.
ბავშვებმა ინტერაქტიულ რეჟიმში მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
მოსწავლეებმა ერთმანეთს ქუჩის ცხოველებისადმი მზრუნველობის საკუთარი მაგალითები გაუზიარეს და მათ საჭიროებებზე იმსჯელეს.
გაკვეთილის ფარგლებში, ბავშვებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმები ნახეს და პატრონის მიერ ცხოველის მიტოვების პრობლემაზე ისაუბრეს.
საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია, ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობის პრევენცია, მოსწავლეებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება.