სიახლეები
01 ივნისი
2019

ზოოპარკში თავშესაფრის ბინადარი შინაური ცხოველების გაჩუქების აქცია გაიმართა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ თბილისის ზოოპარკში თავშესაფრის ბინადარი შინაური ცხოველების გაჩუქების აქცია გამართა.

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, მშობლებს საშუალება ჰქონდათ, შვილებისათვის ოთხფეხა მეგობარი უსასყიდლოდ აეყვანათ.

აქციის ფარგლებში, მიუსაფარი და დაკარგული ძაღლები და კატები გაჩუქდნენ.

შინაურ ცხოველებთან ურთიერთობა და მათზე მზრუნველობა პოზიტიურ გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე, მცირეწლოვან ასაკში სამყაროს შემეცნებასა და ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბებაზე.