სიახლეები
13 ივნისი
2019

მაშველებმა ლიფტის შახტში ჩავარდნილი კნუტი უსაფრთხოდ ამოიყვანეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ლიფტის შახტში ჩავარდნილი კნუტი, რომლის ამბავსაც სოციალურ ქსელში რამდენიმე ასეული ადამიანი განიცდიდა, უსაფრთხოდ ამოიყვანეს.

კნუტი თემქის მეოთხე მიკრორაიონის პირველ კორპუსში, ლიფტის შახტში მე-12 სართულის სიმაღლეზე, ბეტონის ფილის (სინკარის) უკან იყო ჩავარდნილი. მის გამოსაყვანად მაშველებს კედლის გამონგრევა დასჭირდათ.

გადარჩენილი კნუტი ამავე კორპუსის მცხოვრებლებმა შეიფარეს, რომლებიც შემდგომში მის გაჩუქებაზეც იზრუნებენ.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, მიმდინარე წელს, 150-მდე სამაშველო ოპერაცია ჩაატარა და 180-ზე მეტი ცხოველი გადაარჩინა.

სააგენტო მადლობას უხდის ყველა მოქალაქეს, რომელმაც გასაჭირში მყოფი ცხოველების შესახებ შეგვატყობინა.