სიახლეები
19 ივნისი
2019

მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი მიუსაფარი ძაღლი გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტირინგის სააგენტოს მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი მიუსაფარი ძაღლი გადაარჩინეს.

გამვლელებმა მტკვარში ჩავარდნილი მეტისი გალაკტიონის ხიდთან შეამჩნიეს და სააგენტოს ცხელი ხაზის საშუალებით შეატყობინეს.

ძაღლმა რამდენიმე კილომეტრი ცურვით გაიარა და მაშველებმა მისი ამოყვანა ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ შეძლეს.

ცხოველი მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვეტერინარმა შეამოწმა.

ძაღლი ჯანმრთელია და მალე თავის ბუნებრივ არეალს დაუბრუნდება.