სიახლეები
24 ივნისი
2019

მიუსაფარი ცხოველების გამოსაკვებად მიმკედლებლებს ხორცპროდუქტები გადაეცათ

მიუსაფარი ცხოველების გამოსაკვებად, მათი მიმკედლებლებისათვის ხორცპროდუქტების გადაცემას კომპანია ,,ვესტ ინვესტი“ კვლავ განაგრძობს. ამჯერად, გაყინული ხორცპროდუქტები განმეორებით 16 მიმკედლებელს გადაეცა.


 კომპანია აღნიშნულ აქციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ახორციელებს, რითაც სოციალურ პასუხისმგებლობას იღებს და მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველობის პრეცედენტს ქმნის.

 კომპანია მიმკედლებლებისათვის პროდუქტების გადაცემას პერიოდულად გააგრძელებს.

 გვაქვს მოლოდინი, რომ ,,ვესტ ინვესტის“ ჰუმანურ წამოწყებას სხვა კომპანიებიც შეუერთდებიან.