სიახლეები
10 ივლისი
2019

მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი კატა გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი მიუსაფარი კატა გადაარჩინეს.

გამვლელებმა მტკვარში ჩავარდნილი კატა გალაკტიონის ხიდის მიმდებარედ შეამჩნიეს და სააგენტოს ცხელი ხაზის საშუალებით შეატყობინეს. მიუსაფარი ცხოველი მდინარის ჯებირზე ცდილობდა ამოსვლას და შემდეგ ისევ უკან ვარდებოდა.

მაშველებმა კატა უსაფრთხოდ ამოიყვანეს და საავტომობილო გზისგან მოშორებით, ბუნებრივ არეალში გაუშვეს.