სიახლეები
22 ივლისი
2019

მაშველებმა ლილო მოლის ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტის სახურავში გაჭედილი სამი კნუტი გადამოიყვანეს

დღეს, მაშველები, "ლილო მოლის" თანამშრომლები და სავაჭრო ცენტრის სტუმრები სამი კნუტის საშველად გავერთიანდით. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომლების მზრუნველობის ქვეშ მყოფმა კატამ კნუტები სავაჭრო ობიექტის ჭერში დაყარა. ამის შემდეგ, კატა ჩვეულად, ყოველდღიურად სტუმრობდა მაღაზიას, მაგრამ დაახლოებით სამი დღის წინ გაუჩინარდა.

მაღაზიის თანამშრომლებმა უდედოდ დარჩენილი კნუტების გამოსაყვანად სააგენტოს მიმართეს. მაშველებმა ჯერ კნუტების სავარაუდო ადგილმდებარეობა გაარკვიეს და სამი თვალაუხელელი კნუტი, ჭერის გარკვეული მონაკვეთის გამონგრევის შემდეგ, გამოიყვანეს.

,,ლილო მოლის“ თანამშრომლებმა კნუტებს ხელად რძე და ბოთლი მოუტანეს. რაც მთავარია, მაშველებს კნუტების თავშესაფარში გადაყვანა არ დასჭირდათ. ისინი მაღაზიის თანამშრომლებმა იჩუქეს. იმედი აქვთ, რომ ამასობაში კნუტების დედაც დაბრუნდება.