სიახლეები
29 ივლისი
2019

მაშველებმა 10 მეტრის სიღრმის ორმოდან კნუტი ამოიყვანეს

დღეს კიდევ ერთი ონავარი კნუტი დავიხსენით განაცდელისგან, რომელიც ჩვენმა მაშველებმა მარუხის გმირების ქუჩაზე, სამშენებლო ობიექტის ტერიტორიაზე 10 მეტრის სიღრმის ორმოდან ამოიყვანეს.

სააგენტოში განსაცდელში მყოფი ცხოველის შესახებ განცხადება ცხელი ხაზის მეშვეობით შემოვიდა. ინიციატორის თქმით, კატის ხმა მოსახლეობას რამდენიმე დღის განმავლობაში ესმოდა და მის სამყოფელს მხოლოდ დღეს მიაგნეს.

ოპერატიული რეაგირების ეკიპაჟი ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა. მაშველებმა კნუტი უსაფრთხოდ ამოიყვანეს და საავტომობილო გზისგან მოშორებით, უსაფრთხო არეალში გაუშვეს.