სიახლეები
31 ივლისი
2019

ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკიდან ძაღლების საკვები აპარატი დროებით ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღში დაიდგა

გაცნობებთ, რომ ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკის (კიკვიძის ბაღი) სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აქ განთავსებული მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი საკვები აპარატი, დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, დროებით ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღში დაიდგა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, აპარატი თავის ძველ ადგილს დაუბრუნდება, ხოლო ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღში, ახალი საკვები აპარატი განთავსდება.