სიახლეები
16 აგვისტო
2019

მაშველებმა 12-მეტრიანი ხიდან კნუტი ჩამოიყვანეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე 12-მეტრიანი ხიდან კნუტი ჩამოიყვანეს.

ადგილობრივმა მოსახლეობამ განსაცდელში მყოფი ცხოველის შესახებ, სააგენტოს ცხელი ხაზის მეშვეობით შეატყობინა. მათი თქმით, ძაღლებისაგან შეშინებული კნუტი ხეზე აძვრა და ჩამოსვლას ოთხი დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა.

მაშველებმა სპეციალური ტექნიკის დახმარებით, კნუტი უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს და იქვე მყოფ დედასთან დააბრუნეს.