სიახლეები
03 სექტემბერი
2019

მაშველებმა მტკვარში ჩამავალი სანიაღვრე არხიდან მიუსაფარი ძაღლი გამოიყვანეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა იუსტიციის სახლის მიმდებარედ, მტკვარში ჩამავალი სანიაღვრე არხიდან მიუსაფარი ძაღლი გამოიყვანეს.

სააგენტოს განსაცდელში მყოფი ცხოველის შესახებ, ცხელი ხაზის საშუალებით, იუსტიციის სახლის თანამშრომლებმა შეატყობინეს. ძაღლი მიწისქვეშა სანიაღვრე სისტემაში გადაადგილდებოდა და გამოსვლას ვერ ახერხებდა.

რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, სამაშველო ეკიპაჟმა ის იპოვნა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით არხიდან გამოიყვანა.

მაშველებმა ცხოველი გამოკვებეს და თავისი ბინადრობის არეალში დააბრუნეს.