სიახლეები
03 სექტემბერი
2019

ჰოლივუდური ბლოკბასტერის დაღების დასრულებისთანავე რუსთაველის გამზირის მობინადრე ძაღლები თავიანთი ბინადრობის არეალში დაბრუნდნენ

ჰოლივუდური ბლოკბასტერის - ,,ფორსაჟი 9“ (Fast and Furious 9) გადაღებები რესპუბლიკის მოედნიდან მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნამდე“ მონაკვეთზე დღეს დასრულდა და აქ მობინადრე ძაღლები ისევ აღნიშნულ ტერიტორიას დაუბრუნდნენ.

გადაღებისას ძაღლები ედევნებოდნენ მანქანებს და საავარიო სიტუაციას ქმნიდნენ, ამიტომ გადასაღებ მოედანზე შესული ცხოველები სააგენტომ როგორც მსახიობების, ასევე თავად ცხოველების უსაფრთხოების მიზნით, დროებით მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანა. დღეს კი, გადაღებების დასრულებისთანავე, კვლავ თავიანთი ბინადრობის არეალში დააბრუნა.