სიახლეები
13 სექტემბერი
2019

მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი ძაღლი გადაარჩინეს

ქალაქ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა იუსტიციის სახლის მიმდებარედ მტკვარში ჩავარდნილი ძაღლი უვნებლად ამოიყვანეს.

სააგენტოს განსაცდელში მყოფი ცხოველის შესახებ, ცხელი ხაზის საშუალებით, თვითმხილველმა აცნობა. ოპერატიული რეაგირების ჯგუფი ადგილზე უმოკლეს პერიოდში მივიდა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოტონავით ძაღლი წყლიდან უვნებლად ამოიყვანა.

მიუსაფარი ცხოველი თავს კარგად გრძნობს. მაშველები მის მიმკედლებელს დაუკავშირდნენ და ძაღლი თავისი ბინადრობის არეალში დააბრუნეს.