სიახლეები
13 სექტემბერი
2019

მიუსაფარი ცხოველების გამოსაკვებად, მიმკედლებლებს ხორცპროდუქტები გადაეცათ

მიუსაფარი ცხოველების გამოსაკვებად, კომპანიამ ,,ვესტ ინვესტი“, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ხორცპროდუქტები კიდევ 16 მიმკედლებელს გადასცა.

,,ვესტ ინვესტი“ ცხოველების კეთილდღეობის და მათზე მზრუნველი ადამიანების მხარდაჭერის მიზნით, მიმკედლებლებისათვის პროდუქტების გადაცემას პერიოდულად გააგრძელებს.

აღნიშნული ინიციატივით, კომპანია სოციალურ და კორპორატიულ პასუხისმგებლობას იღებს და მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველობის პრეცედენტს ქმნის.

გვაქვს მოლოდინი, რომ ,,ვესტ ინვესტის“ ჰუმანურ წამოწყებას სხვა კომპანიებიც შეუერთდებიან.