სიახლეები
17 სექტემბერი
2019

მაშველებმა ავტომობილის ძრავიდან კნუტი გამოიყვანეს

მაშველებმა ღოღობერიძის ქუჩაზე ავტომობილის ძრავიდან კნუტი გამოიყვანეს.

ავტომობილის მეპატრონემ ძრავის ჩართვამდე კნუტის ხმა გაიგონა და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხელ ხაზზე დარეკა. მაშველებმა ავტომობილის შემოწმების შემდეგ, ძრავში გაჭედილი კნუტი აღმოაჩინეს და ის უსაფრთხოდ გამოიყვანეს.

სიცივეში კნუტები და ლეკვები გათბობის მიზნით ავტომანქანების ძრავსა და სავალ ნაწილებში ძვრებიან. მიმდინარე წელს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ავტომობილში გაჭედილი 16 კნუტი და 2 ლეკვი გამოიყვანეს.

თუ თქვენი ავტომობილის სიახლოვეს ცხოველის ხმას გაიგონებთ, ძრავის ჩართვამდე, გთხოვთ, დარწმუნდით რომ ეს ხმა სავალი ნაწილებიდან არ მოდის. წინააღმდეგ შემთხვევაში, დარეკეთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხელ ხაზზე. ამით პირველ რიგში, ცხოველს გადაარჩენთ და ასევე, დაიცავთ ავტომობილს დაზიანებისაგან.