სიახლეები
20 სექტემბერი
2019

თბილისის განვითარების ფონდმა მიუსაფარი ძაღლი მიიკედლა

თბილისის განვითარების ფონდმა მიუსაფარი ძაღლი მიიკედლა და ცხოველის მიკედლების წესის თანახმად, მის მოვლა-პატრონობაზე აიღო პასუხისმგებლობა.

რამდენიმე დღის წინ, ძაღლს ბინადრობის ადგილას ცხოველების მოყვარულმა ზაქარია დოლიძემ მოხალისეობრივი პროექტის ფარგლებში, ხის სახლი დაუდგა. ასე რომ, დღეს ბაქსი თბილისის განვითარების ფონდის ეზოში თავის სახლთან ერთად გადაბარგდა. მანამდე კი, ძაღლი მუნიციპალურ თავშესაფარში ვეტერინარმა გასინჯა და ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარა.

ახალი ბინადრობის ადგილას ძაღლს განვითარების ფონდის დირექტორი ალექსანდრე ტოგონიძე, ფონდის თანამშრომლები და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი ვახტანგ ლომჯარია დახვდნენ.

მიუსაფარ ცხოველზე მზრუნველობის პასუხისმგებლობის აღებით, თბილისის განვითარების ფონდმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პრეცედენტი შექმნა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო გამოთქვამს იმედს, რომ მსგავს ღონისძიებებს სხვა სახელმწიფო უწყებები და კერძო ორგანიზაციებიც შეუერთდებიან.