ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი ნავთლუღის მოსახლეობას შეხვდა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი ვახტანგ ლომჯარია, მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 81-ე საჯარო სკოლაში ნავთლუღის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრა ისნის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით ჩატარდა. მას რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე დაესწრო.
შეხვედრის განმავლობაში, მონაწილეებმა შემდეგ საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია:
შეხვედრის ფარგლებში, სააგენტოს დირექტორი ადგილობრივ პრობლემებს გაეცნო და მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხა.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები თბილისის ყველა რაიონში ჩატარდება.