სიახლეები
02 ოქტომბერი
2019

ძაღლებისა და ლეკვების გაჩუქების აქცია

4 ოქტომბერს, რიყის პარკში, ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ძაღლებისა და ლეკვების გაჩუქების აქციას მოაწყობს.
აქციის ფარგლებში მიუსაფარი, დაკარგული და თავშესაფარში პატრონების მიერ ჩაბარებული ცხოველები გაჩუქდებიან.

ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ბინადრები მომავალ პატრონს რიყის პარკში მშვიდობის ხიდთან, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე დაელოდებიან.

4 ოქტომბერს, ცხოველთა დღე საერთაშორისო მასშტაბით აღინიშნება და რამდენიმე ათეული ქვეყნის ცხოველთა დამცველებს აერთიანებს. ამ დღის მიზანია გაიზარდოს ცხოველების კეთილდღეობის სტანდარტი და საზოგადოების განათლების გზით, გლობალური ძალისხმევა მიმართული იყოს იმისკენ, რომ მსოფლიო უკეთესი ადგილი გახდეს ყველა ცხოველისათვის.