ძაღლებისა და ლეკვების გაჩუქების აქცია მოეწყო
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რიყის პარკში ძაღლებისა და ლეკვების გაჩუქების აქცია მოაწყო. აქციის ფარგლებში, მიუსაფარი, დაკარგული და თავშესაფარში პატრონების მიერ ჩაბარებული ცხოველები გაჩუქდნენ.
შინაური ცხოველის აყვანის მსურველებს ძაღლებისა და კატების ჩუქება მუნიციპალური თავშესაფრიდან ნებისმიერ დღეს შეუძლიათ.
მიმდინარე წელს თავშესაფრიდან 430 ძაღლი და 113 კატა დაბინავდა.
4 ოქტომბერს, ცხოველთა დღე საერთაშორისო მასშტაბით აღინიშნება და რამდენიმე ათეული ქვეყნის ცხოველთა დამცველს აერთიანებს. ამ დღის მიზანია, გაიზარდოს ცხოველების კეთილდღეობის სტანდარტი და საზოგადოების განათლების გზით, გლობალური ძალისხმევა მიმართული იყოს იმისკენ, რომ მსოფლიო უკეთესი ადგილი გახდეს ყველა ცხოველისათვის.