სიახლეები
23 ოქტომბერი
2019

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი „კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ საერთაშორისო კონფერენციას“ დაესწრო

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი მალტაში „კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ საერთაშორისო კონფერენციას“ (International Companion Animal Welfare Conference) დაესწრო.

კონფერენცია სამ დღეს გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც, მოხსენებებისა და ინტერაქტიული სემინარების ფორმატში დელეგატებმა შემდეგი საკითხები განიხილეს:

● ადამიანების ჩართულობა ცხოველთა კეთილდღეობის ამაღლებაში
● ცოფის წინააღმდეგ ბრძოლა
● საერთო მიზანი, ვეტერინარების და არასამთავრობო ორგანიზაციების დაახლოება
● შიში ცხოველების მიმართ, დახმარება შიშთან გამკლავებაში
● ქველმოქმედების ხელშეწყობა
● საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ცხოველთა კეთილდღეობის მიმართულებით
● ძაღლებისა და კატების პოპულაციის მართვა, მეცნიერება და პრაქტიკა
● ეფექტური ვეტერინარული სწავლება და ჰუმანური კამპანიები შეზღუდული რესურსებით
● კატებსა და ძაღლებში ტკივილის შემცირება და მართვა
● ცხოველის პატრონის პასუხისმგებლობა და ცხოველთან ურთიერთობა
● ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის მეთოდები თავშესაფრებში
● ემოციური მდგრადობა, როგორ შეიძლება დავეხმაროთ კატებსა და ძაღლებს


„კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ კონფერენცია“ საერთაშორისო ორგანიზაციის Dogs Trust Worldwide ორგანიზებით ჩატარდა და მას 39 ქვეყნის 229 დელეგატი დაესწრო, რომლებიც 101 ორგანიზაციას წარმოადგენდნენ.

ბრიტანულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ Snip International ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ტრავმირებული ცხოველის გადასაყვანი საიმობილიზაციო საშუალება, კატებისათვის განკუთვნილი გალია და კნუტების სახლი საჩუქრად გადასცა. ორგანიზაცია მსოფლიოს მასშტაბით ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტის გაუმჯობესებას ხელს უწყობს, მხარს უჭერს სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამებსა და სხვადასხვა ქვეყნებს ცხოველებისათვის საჭირო აღჭურვილობას გადასცემს.