ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილების ჩატარება გააგრძელა. ამჯერად, გაკვეთილი ქალაქ თბილისის 103-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა.
გაკვეთილს მე-5 კლასის 70-მდე მოსწავლე, კლასის დამრიგებლებთან და სხვა პედაგოგებთან ერთად ესწრებოდა, რომლებმაც ინტერაქტიულ რეჟიმში მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
ბავშვებმა მიუსაფარი ცხოველების შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმებიც ნახეს და საკუთარი ცხოველების შესახებ ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს.
გაკვეთილის დასასრულს იმ მოსწავლეებს, რომლებიც განსაკუთრებულად გამოირჩეოდნენ მიუსაფარი ცხოველებისადმი მზრუნველობით, სააგენტოს წარმომადგენლებმა სერტიფიკატები გადასცეს და სტატუსი - ,,ცხოველების მეგობარი“ მიანიჭეს. სააგენტო ამავე სკოლაში მოსწავლეების სოციალური პასუხისმგებლობის აღნიშნული ფორმით წახალისებას მომავალშიც გააგრძელებს.
საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილები მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია, მოსწავლეებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება.