სიახლეები
27 ნოემბერი
2019

თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში შინაური ცხოველების შესახებ გაკვეთილი ჩატარდა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ორგანიზებით, მორიგი საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი ქალაქ თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა. გაკვეთილს მეორე კლასის 40-მდე მოსწავლე, კლასის დამრიგებლებთან ერთად ესწრებოდა.

ბავშვებმა ინტერაქტიულ რეჟიმში მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: რას ნიშნავს ცხოველის კეთილდღეობა; მიუსაფარი ცხოველების პრობლემები და საჭიროებები; რა უფლებები აქვს ცხოველს; შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესები და პატრონის ვალდებულებები; მიუსაფარ ცხოველებთან ურთიერთობის წესები; მოსწავლეებმა ერთმანეთს ქუჩის ცხოველებისადმი მზრუნველობის საკუთარი მაგალითები გაუზიარეს. ხოლო იმ მოსწავლეებს, რომლებიც განსაკუთრებულად გამოირჩეოდნენ მიუსაფარი ცხოველებისადმი მზრუნველობით, სააგენტოს წარმომადგენლებმა სერტიფიკატები გადასცეს და სტატუსი - ,,ცხოველების მეგობარი“ მიანიჭეს.


გაკვეთილის ფარგლებში, ბავშვებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმები ნახეს და პატრონის მიერ ცხოველის მიტოვების პრობლემაზე გაამახვილეს ყურადღება. 
საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია, ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობის პრევენცია, მოსწავლეებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება.