სიახლეები
29 ნოემბერი
2019

სკოლა-ლიცეუმ "პრომეთეში" შინაური ცხოველების შესახებ გაკვეთილი ჩატარდა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, დედაქალაქის მასშტაბით, სკოლებში საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილების ჩატარებას აგრძელებს. ამჯერად, ცხოველებისადმი ბავშვებში კეთილი დამოკიდებულების გაღრმავების მიზნით, სკოლა-ლიცეუმ "პრომეთეს" ვესტუმრეთ. გაკვეთილს 80-მდე მე-5 კლასის მოსწავლე, დამრიგებლებთან ერთად დაესწრო, რომელთაც მიუსაფარი ცხოველების პრობლემებსა და საჭიროებებზე, მათდამი საზოგადოების დამოკიდებულებასა და სიკეთის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ცხოველებისადმი მზრუნველობით განსაკუთრებით გამორჩეული მოსწავლეები სააგენტომ სერტიფიკატებით დააჯილდოვა და ,,ცხოველების მეგობრის“ სტატუსი მიანიჭა. გაკვეთილის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმები ნახეს და ფილმში წამოჭრილ პრობლემებთან დაკავშირებით დისკუსია გამართეს.

პროექტი საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია, მოზარდებში შინაური ცხოველებისადმი არასათანადო მოპყრობის პრევენცია და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულების ჩამოყალიბება.