სიახლეები
05 დეკემბერი
2019

კომპანიამ ,,ვესტ ინვესტი“ საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, მიუსაფარი ცხოველების მიმკედლებლებს გაყინული ხორცპროდუქტები გადასცა

კომპანიამ ,,ვესტ ინვესტი“ საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, მიუსაფარი ცხოველების მიმკედლებლებს გაყინული ხორცპროდუქტები გადასცა.

კომპანია ცხოველების დასახმარებლად სოციალურ კამპანიას, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, უკვე ერთი წელია ახორციელებს და ცხოველების გამოსაკვებად, მათზე მზრუნველ ადამიანებს პროდუქტებს პერიოდულად გადასცეს.
ამჯერად, ,,ვესტ ინვესტმა" ხორცპროდუქტები 16 მიმკედლებელს გადასცა. მსგავსი აქტივობით ცხოველების მოყვარული ადამიანების წახალისებას კომპანია მომავალშიც გააგრძელებს.

,,ვესტ ინვესტი“ აღნიშნული აქციით სოციალური პასუხისმგებლობის აღების პრეცედენტს ქმნის და მიუსაფარი ცხოველების მზრუნველობისკენ სხვა კომპანიებსაც მოუწოდებს.