სიახლეები
24 დეკემბერი
2019

მაშველებმა კიდევ ერთ ცხოველს აღმოუჩინეს დახმარება

დღეს, ჩვენმა მაშველებმა კიდევ ერთ ცხოველს აღმოუჩინეს დახმარება. შავი ფერის მეტისი, როგორც ჩანს, გზიდან ჩამავალი კიბიდან მდინარე მტკვრის ჯებირს გაუყვა და დაიკარგა.

როგორც თვითმხილველმა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს შეატყობინა, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გაგარინის ქუჩის მიმდებარედ, დაბნეული ცხოველი ჯებირის გასწვრივ გადაადგილდებოდა და უკან გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.

მაშველებმა ძაღლი უსაფრთხოდ ამოიყვანეს და სტერილიზაციის მიზნით თავშესაფარში გადაიყვანეს.