სიახლეები
24 იანვარი
2020

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე რკინა-ბეტონის კონსტრუქციის საძირკველში ჩავარდნილი გერმანული ნაგაზი ამოიყვანეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე რკინა-ბეტონის კონსტრუქციის საძირკველში ჩავარდნილი გერმანული ნაგაზი ამოიყვანეს. ცხოველისათვის დახმარების თხოვნით სააგენტოს დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა მიმართეს.

6-7 მეტრის სიღრმეში ჩავარდნილი გერმანული ნაგაზი მაშველებმა უსაფრთხოდ ამოიყვანეს და პატრონის მოძიების მიზნით თავშესაფარში გადაიყვანეს. ცხოველის დაკარგვის შესახებ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, ძაღლს მეპატრონემ თავშესაფარში მოაკითხა.