სიახლეები
04 თებერვალი
2020

მაშველებმა კლდის ნაპრალში ჩავარდნილ ძაღლს დახმარება აღმოუჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ამჯერად, გორგასლის ქუჩაზე, კლდის ნაპრალში ჩავარდნილ ძაღლს აღმოუჩინეს დახმარება.

მოსახლეობის თქმით, თაფლისფერი მეტისის ამოყვანას ადგილობრივი მოსახელობა, ციცაბო რელიეფის გამო, ორი დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა, რის შემდეგაც, დახმარებისათვის სააგენტოს მიმართეს.

მაშველებმა ძაღლი რამდენიმე წუთში ამოიყვანეს და მახლობლად უსაფრთხო ტერიტორიაზე გაუშვეს.