სიახლეები
13 თებერვალი
2020

მაშველებმა 7-8 მეტრი სიმაღლის ხიდან კატა ჩამოიყვანეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა 7-8 მეტრი სიმაღლის ხიდან კიდევ ერთი ონავარი კატა ჩამოიყვანეს.

ხშირად გვეკითხებიან, რად უნდა კატას ხიდან ჩამოსვლაში დახმარებაო, მაგრამ არც მთლად ასეა საქმე.

ძირითადად, ძაღლებისგან შეშინებული კატები, თავის გადარჩენის მიზნით, ხეებზე ფაცხა-ფუცხით აცოცდებიან და საფრთხე რომ გადაივლის, ჩამოსვლას ვეღარ ახერხებენ.

ამ შემთხვევაშიც, მოსახლეობის თქმით, ცხოველი ხიდან ჩამოსვლას 2 დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა.

მაშველებმა ხიფათს გადარჩენილი კატა სპეციალური ამწე კალათის დახმარებით ჩამოიყვანეს და თავის პირვანდელ საცხოვრებელს დაუბრუნეს.