შეხვედრა ვარკეთილის მოსახლეობასთან
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი ვახტანგ ლომჯარია ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის განმავლობაში, მოსახლეობამ ინფორმაცია მიიღო შემდეგ საკითხებზე:
• მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის პოლიტიკა;
• ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები;
• საკანონმდებლო რეგულაციები;
• ცხოველების მეპატრონეების უფლებები და მოვალეობები;
• ცოფის ვირუსის პრევენციული ღონისძიებები და სხვა.
შეხვედრა სამგორის რაიონის გამგეობისა და მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ სოხაძის მხარდაჭერით ჩატარდა. სააგენტოს დირექტორი ადგილობრივ პრობლემებს გაეცნო და მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხა.