სიახლეები
21 თებერვალი
2020

კერძო სკოლა ,,ათასწლეულის“ მოსწავლეებმა, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მხარდაჭერით მიუსაფარი ცხოველებისათვის განკუთვნილი ხის ოთხი სახლი დადგეს

კერძო სკოლა ,,ათასწლეულის“ მე-5ბ კლასის მოსწავლეებმა, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მხარდაჭერით, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაკის პარკში, მზიურსა და ლისის ტბის მიმდებარედ არსებულ რეკრეაციულ ზონაში მიუსაფარი ცხოველებისათვის განკუთვნილი ხის ოთხი სახლი დადგეს.

სახლები მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შეღებეს და მათი მომავალი ბინადრებიც თავად მოძებნეს.

სასკოლო პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეები სხვადასხვა სოციალურ აქტივობაში არიან ჩართულნი, რომლის მიზანიც ბავშვების ცნობიერების დონის ამაღლება, დაუცველი არსებების მიმართ ემპათიის გაღრმავება, ჰუმანური დამოკიდებულების ჩამოყალიბება და სასარგებლო საქმის კეთების გამოცდილების შეძენაა.