შეხვედრა გლდანის მეხუთე მიკრორაიონის მოსახლეობასთან
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი, ვახტანგ ლომჯარია, გლდანის მეხუთე მიკრორაიონში მდებარე სკვერში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
სააგენტოს დირექტორმა მიუსაფარი ცხოველების პრობლემებსა და კეთილდღეობაზე ისაუბრა და მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხა. ლომჯარიამ, შეხვედრის ფარგლებში, ყურადღება შემდეგ საკითხებზე გაამახვილა:
• მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის პოლიტიკა, კასტრაცია-სტერილიზაციის უპირატესობები;
• ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები;
• მიუსაფარ ცხოველთა ურბანული განაწილების პრინციპი. რატომ არის სასარგებლო უბანში გასტერილებული, აცრილი და არააგრესიული ძაღლის ყოფნა;
• საკანონმდებლო რეგულაციები;
• ცხოველების მეპატრონეების უფლებები და მოვალეობები;
• ცოფის ვირუსის პრევენციული ღონისძიებები და სხვ.
შეხვედრა გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ოთარ გრიგოლიას, ინიციატივით ჩატარდა. მას გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი დოხტურიშვილი და საკრებულოს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.