სიახლეები
20 მარტი
2020

მაშველებმა კიდევ ერთ ცხოველს აღმოუჩინეს დახმარება

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა კიდევ ერთი ცხოველი იხსნეს განსაცდელისგან. ორი-სამი წლის, წითური ნაგაზი, სავარაუდოდ, გზიდან მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე ჩავარდა და ჯებირის რკინის კონსტრუქციაში გაიჭედა, საიდანაც გამოსვლას რამდენიმე საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა.

მას შემდეგ რაც, სააგენტოს აღნიშნული ფაქტის შესახებ გამვლელებმა ცხელი ხაზის საშუალებით შეატყობინეს, მაშველები ადგილზე რამდენიმე წუთში გამოცხადდნენ, საკმაოდ დიდი ტანის ცხოველი რკინის კონსტრუქციიდან გაათავისუფლეს და უსაფრთხოდ ამოიყვანეს.

სამაშველო ეკიპაჟმა წითური, თეთრგულიანი ნაგაზი სტერილიზაციის მიზნით თავშესაფარში გადაიყვანა.