სიახლეები
25 მარტი
2020

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განცხადება

ქვეყანაში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციისა და სააგენტოს თანამშრომელთა მოქალაქეებთან პირდაპირი კომუნიკაციის თავიდან აცილების მიზნით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მუშაობის შეზღუდულ რეჟიმზე გადადის.

,,საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის #181 დადგენილების საფუძველზე, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში შეჩერდება:

• მოქალაქეთა და სხვა მესამე პირთა სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში და ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში მიღება;

• მოქალაქეთა განცხადებების მატერიალური სახით მიღება. თუმცა, აღნიშნული ქმედების განხორციელება შესაძლებელი იქნება ელექტრონული ფორმით; (my.municipal.gov.ge)

• მოქალაქეებზე საჯარო ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემების გაცემა

შესაბამისად, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას, განიხილოს და რეაგირება მოახდინოს მოქალაქეების მიერ წარმოდგენილ საჩივრებზე.

გთხოვთ, სააგენტოს მიმართოთ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეულ შემთხვევებში, მაგალითად, როდესაც საფრთხე ემუქრება ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ირღვევა ცხოველების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული პირობები, ცხოველის მიერ ადამიანის ან/და სხვა ცხოველების დაკბენა/დაკაწვრა/დადორბლის შემთხვევაში და სხვა.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო თქვენ და თქვენს ოთხფეხა მეგობრებს ჯანმრთელობას გისურვებთ.