სიახლეები
30 მარტი
2020

მაშველებმა 10 მეტრი სიმაღლის ხიდან კატა ჩამოიყვანეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა 10 მეტრი სიმაღლის ხიდან მოუსვენარი კატა ჩამოიყვანეს. ვაჟა–ფშაველას მე–6 კვარტლის ერთ–ერთი კორპუსის ეზოში, ცხოველი ხიდან ჩამოსვლას ერთი დღე–ღამის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, სანამ ადგილზე ჩვენი მაშველები არ გამოცხადდნენ.

კატა ხიდან სპეციალური ამწე კალათის მეშვეობით უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს და ბუნებრივ არეალს დაუბრუნეს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ყველა იმ მოქალაქეს მადლობას უხდის, რომელთა მომართვის საფუძველზე, ცხოველები უვნებლად აგრძელებენ ცხოვრებას.