სიახლეები
05 აპრილი
2020

საკვები მიუსაფარი ცხოველებისათვის

4 აპრილს მსოფლიო მიუსაფარ ცხოველთა დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, სააგენტოს წარმომადგენლებმა მიუსაფარი ძაღლების მიმკედლებლებსა და მათზე მზრუნველ ადამიანებს ქუჩის ბინადარი ცხოველებისათვის განკუთვნილი საკვები დაურიგეს.

საკვები სააგენტოს კომპანია ,,ზოომარტმა” გადასცა, რომელმაც მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვით სოციალური პასუხისმგებლობა აიღო და სხვა კომპანიებს ცხოველებზე მზრუნველი ადამიანების თანადგომის მაგალითი მისცა. საკვების დარიგების აქცია ცხოველების უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით მიმდინარეობს და დედაქალაქის ყველა რაიონს მოიცავს.