სიახლეები
07 აპრილი
2020

მაშველებმა კიდევ ერთი კატა იხსნეს განსაცდელისგან

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა კიდევ ერთი კატა იხსნეს განსაცდელისგან.

ცოტნე დადიანის გამზირზე, ერთ-ერთი კორპუსის მესამე სართულის აივანზე, ცხოველი, სავარაუდოდ, სახურავიდან ჩავარდა და რამდენიმე დღის განმავლობაში იქ იმყოფებოდა.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა, ამწე კალათის მეშვეობით კატა აივნიდან უვნებლად ჩამოიყვანეს.

ფისოსთვის ეს ამბავი ბედნიერად დასრულდა. ინიციატორმა, რომელმაც აივანზე მყოფი ცხოველის შესახებ შეგვატყობინა, მისი ჩუქების სურვილი გამოთქვა. ასე რომ, კატა დღეიდან პატრონთან ერთად გააგრძელებს ცხოვრებას.