მაშველებმა კიდევ ერთი კნუტი გადაარჩინეს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა საბურთალოზე, ნუცუბიძის მეხუთე მიკრორაიონში, კორპუსის საჰაერო მილში ჩავარდნილი კნუტი ამოიყვანეს. კორპუსის მაცხოვრებლებს კნუტის ხმა რამდენიმე დღის განმავლობაში ესმოდათ, თუმცა მის ადგილმდებარეობას ვერ მიაკვლიეს.
მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, კნუტის მდებარეობა ზუსტად განსაზღვრეს და მესამე სართულის სიმაღლეზე გაჭედილი ფისო საჰაერო მილიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ყველა იმ მოქალაქეს მადლობას უხდის, რომელთა მომართვის საფუძველზე, ცხოველები უვნებლად აგრძელებენ ცხოვრებას.